"პსჟ" დანი ალვეშის შემცვლელს ეძებს

25-06-2019, 19:27

ფრანგული "პსჟ" ახალ მარჯვენა მცველს ეძებს. ამის შესახებ ევროპული გამოცემები იტყობინებიან.

ესპანური AS-ის ინფორმაციით, პარიზული კლუბის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ნელსონ სემედო იქნება.

მოგეხსენებათ, კლუბი ვეტერანმა ფეხბურთელმა, დანი ალვეშმა დატოვა. ახლა კი პარიზელებს მისი შემცვლელის მოყვანა სურთ.

წყაროს ცნობით, "პსჟ" მზადაა სემედოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც 5 მილიონით ნაკლებია "ბარსელონას" მიერ "ბენფიკასთვის" გადახდილ თანხაზე.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები ნეიმარ ჯუნიორის ტრანსფერზე მუშაობენ, სატრანსფერი ფეარ პლეის დარღვევის თავიდან ასაცილებლად კი მათ ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდებათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით