სილესენმა "ვალენსიაში" სამედიცინო ტესტი გაიარა

25-06-2019, 21:51

კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი მეკარე, იასპერ სილესენი კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, დღეს 29 წლის ფეხბურთელი ქალაქ ვალენსიაში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

წყაროს ცნობით, "ღამურები" სილესენის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გადაიხდიან. თავად მოთამაშე კი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი კიპერი "ბლაუგრანას" ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და იგი გუნდის მეორე მეკარე გახლდათ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით