"რეალმა" მბაპეს ტრანსფერი 2020-ისთვის გადადო

25-06-2019, 22:01

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალმა" კილიან მბაპეს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დამატების იმედი დაკარგა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" 20 წლის ფორვარდის შეძენას ზაფხულში აღარ ეცდება და კლუბის მთავარი სამიზნე პოლ პოგბა გახდება.

წყაროს ცნობით, პარიზელებმა მბაპეს სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 300 მილიონი ევრო მოითხოვეს.

თუმცა, "რეალი" ყველაფრის მიუხედავად ფრანგ შემტევს მომავალ წელს მაინც მიუბრუნდება. მას შემდგომ, რაც სატრანსფერო ფეარ პლეის დარღვევის საშიშროება აღარ იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით