კანავარო: "მათი დუეტის დახმარებით "ნაპოლი" ლიგის მოგებას შეძლებს"

25-06-2019, 23:57

ჩინური "გუანჯოუ ევერგრანდეს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კანავარომ "ნაპოლის" სატრანსფერო გეგმების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მანოლასი "ნაპოლისთვის" ძალიან კარგი შენაძენი იქნება და კულიბალისთან ერთად გუნდს დიდ წარმატებებს მოუტანს".

"ორივე მსოფლიოს საუკეთესო მცველები არიან და მათი დახმარებით, "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია", - განაცხადა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ კოსტას მანოლასი "რომას" ღირსებას იცავს, თუმცა მისი აგენტი "ნაპოლისთან" აწარმოებს მოლაპარაკებებს და დიდი ალბათობით, კარიერას ნეაპოლურ კლუბში გააგღძელბს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით