"ლივერპულმა" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა

26-06-2019, 00:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპული", "ცვოლეს" ამომავალი ვარსკვლავის, ზეჰ ვან დერ ბერგის ტრანსფერით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად უკონკურეტო ინგლისურ გრანდს, ახლა 17 წლის ცენტრალური მცველის გადაბირებაში, რომელსაც ყველაზე მეტად ჯო გომესს ადარებენ, არაერთი მეტოქე გამოუჩნდა.

ცნობების მიხედვით, დენ ბერგის მსურველთა სია ასეთია: ამსტერდამის "აიაქსი", მიუნხენის "ბაიერნი" და "პსვ".

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის მომავალი, სავარაუდოდ მომდევნო 72 საათის განმავლობაში გაირკვევა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით