ჯანლუიჯი ბუფონის მომავალი გუნდის ვინაობა ცნობილია, გოლკიპერი "იუვეში" ბრუნდება !

26-06-2019, 02:26

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული იტალიელი გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი, შესაძლოა მალე სამშობლოში დაბრუნებული ვიხილოთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 41 წლის გოლკიპერმა, "პსჟ-სთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა და კარიერის სხვაგან, კერძოდ კი ყოფილ გუნდში გაგრძელება არჩია.

ჯანლუკა დი მარციოს მიხედვით, ბუფონის ტრანსფერი უახლოესს დღეებში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად: "პარმა", "ატალანტა" და კატალონიის "ბარსელონა" იყვნენ დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით