ოფიციალურად: "ანდრე გომეში "ევერტონის" ფეხბურთელია !

26-06-2019, 02:36

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ევერტონის" პორტუგალიელი ნახევარმცველი, ანდრე გომეში, მის ამჟამინდელ გუნდს სრული ტრანსფერით შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის ყოფილი კლუბის, კატალონიის "ბარსელონასა" და მერსესაიდელების წარმომადგენლებმა, შეთანხმებას რამდენიმე საათის წინ მიაღწიეს.

ცნობების მიხედვით, გომეშის ტრანსფერი, მარკო სილვას გუნდს, 22 მილიონი გირვანქა დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი, "ევერტონის" რიგებში, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იჯარის წესით გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით