ნეიმარ ჟუნიორმა "ბარსელონაში" ტრანსფერისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს !

26-06-2019, 02:40

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ", ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს, ულტიმატუმი წაუყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმისათვის რომ ესპანურმა გრანდმა, ყატარული მფლობელობის "პსჟ-სთან" შეთანხმებას მიაღწიოს, აუცილებელია 27 წლის თავდამსხმელმა, მისი ყოფილი გუნდის ადმინისტრაციის შეურაცყოფისთვის, საჯაროდ ბოდიში მოიხადოს.

ცნობების მიხედვით, ნეიმარს ამასთან ერთად, შემცირებული კვირეული ანაზღაურების სანაცვლოდ მოუწევს ასპარეზობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შემტევმა, "ბლაუგრანა", 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა და ლიგა 1-ში გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით