მადრიდის "რეალი" ფაბიან რუისის ტრანსფერისთვის იბრძოლებს !

26-06-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", იტალიური "ნაპოლის" ესპანელი ნახევარმცველის, ფაბიან რუისის ტრანსფერისთვის იბრძოლებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლოს ბლანკოსს" 23 წლის ფეხბურთელის გადაბირებისთვის საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს, ვინაიდანაც ნეაპოლიტანელებს რუისის გაშვება ამჟამად გამიზნული არ აქვთ.

ცნობების მიხედვით, ესპანურ გრანდს შუახაზელის ტრანსფერი, მინიმუმ 75 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულის სატრასფერო ფანჯრის დროს, "რეალ ბეტისიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით