"პსჟ" პაბლო სარაბიას ტრანსფერს უახლოვდება

26-06-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", ანდალუსიური "სევილიას" ესპანელი ნახევარმცველის, პაბლო სარაბიას ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შემტევის გადაბირება "პსჟ-ს" ყველაზე მეტად, სუსტი სათადარიგოს გასაძლიერებლად სურს.

ცნობების მიხედვით, სარაბიას შესაძენად, რომელმაც თავი გასულ სეზონში არაჩვეულებრივად წარმოაჩინა, ფრანგულ გრანდს, სულ რაღაც 16 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, 2018/19 წლების ლა ლიგის გათამაშებაში, 12 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით