ოფიციალურად: სილვა სეზონის დასრულების შემდგომ "სიტის" დატოვებს

26-06-2019, 17:21

მანჩესტერ "სიტის" ესპანელმა ლეგიონერმა, დავიდ სილვამ დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ იგი კლუბს დატოვებს.

"ამ გუნდში 10 წელი გავატარე. ვფიქრობ, ეს საკმარისი დროა."

"გუნდი კიდევ ორი წლით აპირებდა ახალი კონტრაქტის გაფორმებას, თუმცა, დროა ასპარეზი ახალგაზრდებს დავუთმო." - აცხადებს 33 წლის ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ სილვამ "სიტისთან" ერთად პრემიერლიგის ოთხი ტიტული მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით