ტერი: "ლამპარდი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება"

26-06-2019, 20:37

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მცველმა ჯონ ტერიმ მედიის წარმომადგენლებთან  განაცხადა, რომ "არისტოკრატებისთვის" ახლა საუკეთესო მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი იქნება.

"იმ სეზონის შემდეგ, რაც მას "დერბიში" ჰქონდა და იმ სატრანსფერო ფანის გამო, რომელიც "ჩელსის" აქვს, მიმაჩნია, რომ ფრენკი ჩელსისთვის საუკეთესო ვარიანტია. ვფიქრობ, ორივე მხარისთვის ამ ურთიერთობის საუკეთესო დრო ახლაა".

"ლონდონური გუნდის გულშემატკივრებს, ცხადია, ის ძალიან უყვართ. დარწმუნებული ვარ, მის მწვრთნელად დანიშვნას გულშემატკივრები კარგად მიიღებენ", - განუცხადა ინგლისელმა Daily Mail-ს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით