"ინტერი" ახალ შემტევს დაიმატებს

26-06-2019, 21:03

როგორც იტალიური გამოცემა Gianluca Di Marzio იტყობინება, "ჰერტას" ავსტრიელი ნახევარმცველის ვალენტინო ლაზაროს, შეძენა მილანის "ინტერს" სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, მილანური გუნდი 23 წლის შემტევის სანაცვლოდ 22 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს და ბერლინურ გუნდთან შეთანხმება მიღწეულია.

ლაზარომ გასულ სეზონში ბერლინის "ჰერტას" მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე: "გენტი" 25 მილიონად გამყიდის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით