ფურტე: "მისი დრო მხოლოდ მესის და რონალდუს წასვლის შემდეგ მოვა"

26-06-2019, 21:39

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პაულო ფუტრემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ როდესაც კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი კარიერას დაასრულებენ, ოქროს ბურთს ბერნარდო სილვა მოიგებს

"ვფიქრობ, როდესაც მესი და რონალდუ წავლენ, ახალი ვარსკვლავი ბერნარდო სილვა იქნება. ჩემი აზრით, იმდროისთვის ის ოქროს ბურთის მოსაგებად მზად იქნება. ბერნარდოს იმდროისთვის ზრდა უკვე დასრულებული ექნება".

"ის არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან კარგ გუნდში ძალიან კარგად თამაშობს", - განუცხადა ფუტრემ Omnisport-ს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით