რონალდო: "მინდა მან თამაში სამუდამოდ შეძლოს"

26-06-2019, 22:27

ლეგენდარული ბრაზილიელი შემტევი რონალდო მედიის წარმომადგენლებთან არგენტინასა და ბრაზილიას შორის არსებულ დაპირისპირებასა და ლეო მესიზე საუბრობს.

"ბრაზილიასა და არგენტინას შორის დაპირისპირება ამ ქვეყნებს უკეთესს ხდის. ფეხბურთის გარდა არგენტინასთან საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს. ძალიან ბევრი არგენტინელი მეგობარი მყავს და ამ ქვეყანას ძალიან ხშირად ვსტუმრობ".

"მესი? ის 32 წლის გახდა და ვუსურვებ, რომ კიდევ 100 წელი იცოცხლოს. რა შეიძლება ვთქვათ მასზე? ვიმედოვნებ, რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ითამაშებს. ის არის მოთამაშე, რომელიც გულშემატკივრებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს".

"ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს. მას შეეძლო, კოპა ამერიკაზე არ ეთამაშა და დაესვენა, თუმცა ეს არ გააკეთა",-განაცხადა ლეგენდრულმა ბრაზილიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით