ორიჯის შეძენით ესპანური კლუბი დაინტერესდა

26-06-2019, 23:00

დღეს ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალ ბეტისი" "ლივერპულის" ბელგიელი ფორვარდის დამატებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ესპანური კლუბი მაქსიმალურად ეცდება,
"მერსესაიდელთა" რიგებიდან დივოკ ორიჯი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "ბეტისის" ბოსები უახლოეს პერიოდში მიმართავენ "ლივერპულს" ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დივოკ ორიჯის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით