ტორეირა "მილანს" უახლოვდება?

27-06-2019, 01:00

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მილანელები" აქტიურად ეცდებიან, "არსენალის" რიგებიდან, ლუკას ტორეირა გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, იტალიური გუნდის ბოსები უახლოეს პერიოდში დაუკავშირდებიან "არსენალს" ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ურუგაველი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 55 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით