ჯონ ტერი: "ჩელსისთვის" ფრენკ ლამპარდზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობს"

27-06-2019, 02:30

ლონდონის "ჩელსის" ლეგენდარული ინგლისელი ცენტრალური მცველი და კაპიტანი, ჯონ ტერი, მის ყოფილ თანაგუნდელზე, ფრენკ ლამპარდზე საუბრობს:

"მაურისიო სარის წასვლის შემდეგ, ვფიქრობ ჩვენი გუნდის თავკაცის პოზიციისთვის მასზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობს. ფრენკი კარგად იცნობს "ჩელსის" კულტურას და რაც მთავარია, ინგლისურ ფეხბურთს."

"რომან აბრამოვიჩი საკმაოდ გონიერი ადამიანია, ამიტომაც იმედი მაქვს ის ამ შემთხვევაშიც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 41 წლის სპეციალისტი, ამჟამად "დერბის" ხელმძღვანელობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით