"პსჟ" ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერს უახლოვდება !

27-06-2019, 02:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", იტალიური "მილანის" გოლკიპერის, ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გრანდი ეცდება მოლაპარაკებებში 27 წლის ალფონსო არეოლა ჩართოს, რათა მისი გაცვლით, დონარუმას საკმაოდ მაღალი სატრანსფერო ღირებულება შეამციროს.

ცნობების მიხედვით, შეთანხმება მოთამაშეებსა და გუნდებს შორის შესაძლოა საკმაოდ მალე იქნეს მიღწეული, ვინაიდან ორივე მეკარის აგენტის პოზიციას, მინო რაიოლა იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 20 წლის ფეხბურთელი, ამჟამად 47 მილიონ ევროდაა შეფასებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით