რომელუ ლუკაკუ "ინტერში" იჯარის წესით მიდის !

27-06-2019, 02:39

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერი", "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის შემტევის აგენტი, ფედერიკო პასტორელო ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში იმყოფება, რათა მისი კლიენტის სერია ა-ში გადაბირების საქმე, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს.

ცნობების მიხედვით, ლუკაკუს 1 სეზონიანი იჯარა, ანტონიო კონტეს გუნდს, დაახლოებით 9 მილიონი გირვანქა დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ცვლილებების გამო, შესაძლოა არგენტინელი მაურო იკარდი, გაცვლის შედეგად, მანჩესტერული გრანდის რიგებში ვიხილოთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით