"ლივერპულს" ნიკოლას პეპეს ტრანსფერში ახალი კონკურენტი გამოუჩნდა !

27-06-2019, 02:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდულ "ლივერპულს", ფრანგული "ლილის" კოტ-დ'ვუარელი თავდამსხმელის, ნიკოლას პეპეს ტრანსფერში, ახალი კონკურენტი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ამომავალი ვარსკვლავის გადაბირებით ახლა მიუნხენის "ბაიერნიც" დაინტერესდა, რომელმაც ლიგა 1-ის გუნდს, 50 მილიონიანი შეთავაზება უკვე გაუგზავნა.

ცნობების მიხედვით, მერსესაიდელების მთავარი იმედი პეპეს შეძენაში, გაუმჯობესებელი კვირეული ანაზღაურება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა შემტევმა, 2018/19 წლების საფრანგეთის ჩემპიონატში, 22 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით