ნეიმარ ჟუნიორი "ბარსელონაში" ტრანსფერისთვის კვირეულ ანაზღაურებას იკლებს !

27-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარ ჟუნიორი, მზადაა მის ყოფილ გუნდში დასაბრუნებლად, კვირეული ანაზღაურებაც კი შეიმციროს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელმა და კატალონიის "ბარსელონამ" შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ახლა მთავარი, ყატარული მფლობელობის კლუბის დარწმუნება იქნება.

ცნობების მიხედვით, ახალი პირობების გამო, ნეიმარი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონით ნაკლებს, ანუ 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 27 წლის შემტევმა, "ბლაუგრანა" 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით