მადრიდის "რეალმა" პოლ პოგბას ალტერნატივა გამონახა !

27-06-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ალტერნატივა უკვე გამონახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი, 26 წლის ფეხბურთელს, რომელიც სავარაუდოდ მის ყოფილ გუნდში, ტურინის "იუვენტუსში" მიემართება, "აიაქსის" შუახაზელით, დონი ვან დე ბეეკით შეცვლის.

ცნობების მიხედვით, 22 წლის მოთამაშის გადაბირება "ლოს ბლანკოსს", დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ფეხბურთელმა, 2018/19 წლების სეზონის ერედივიზიონში, 9 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით