"ბარსელონას" მორიგი ხმაურიანი სატრანსფერო გარიგება ინგლისური გრანდიდან

27-06-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონა", "მანჩესტერ იუნაიტედის" შვედი ცენტრალური მცველის, ვიქტორ ლინდელოფის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდი, ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი კაპიტნის, მატეის დე ლიხტის გადაბირების საქმეში წარუმატებლობას უკვე შეეგუა და მისი ალტერნატივების ძიება დაიწყო.

ცნობების მიხედვით, 23 წლის ლინდელოფის გადასაბირებლად, "ბლაუგრანას" მინიმუმ 45 მილიონი გირვანქას გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის შეძენით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით