"პსჟ" ორ ფეხბურთელს იმატებს

27-06-2019, 17:31

მიმდინარე კვირის დასრულებამდე ფრანგული "პსჟ" ერთბაშად ორ ტრანსფერს განახორციელებს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი ნახევარმცველი, ანდერ ერერა კარიერას საფრანგეთის დედაქალაქში გააგრძელებს.

გარდა ამისა, ფრანგული გამოცემა L'equipe-ს ინფორმაციით, "პსჟ" კიდევ ერთ ნახევარმცველს შეიძენს. საუბარია პაბლო სარაბიაზე.

წყაროს ცნობით, "სევილია" ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს მიიღებს. ტრანსფერი კი კვირის ბოლოს დადასტურდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით