ისკოს პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან

27-06-2019, 14:43

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ისკომ შესაძლოა, კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს.

მოგეხსენებათ, "ქალაქელები" დავიდ სილვას შემცვლელს ეძებენ, რომელმაც განაცხადა რომ მომავალი სეზონის შემდეგ კლუბს დატოვებს, რადგან ოჯახთან უფრო დიდ ხანს ყოფნა სურს.

სილვას შემცვლელად ისკოს მოიაზრებენ. მით უმეტეს, რომ "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელს განუმარტა, ძირითად შემადგენლობაში შენს ადგილს ვერ გხედავო.

გასულ სეზონში ისკომ ჯამში 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ექვსი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.

"რეალთან" მის კონტრაქტს ვადა 2021 წელს ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით