MLS-ში ვაკოს ვერ აჩერებენ - გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში

27-06-2019, 17:38

"სან ხოსეს" ქართველი ლეგიონერი, ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავ ფორმაში შევიდა.

დღეს "ეართქვიქსმა" "ჰიუსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი 26 წლის ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზეა.

ყაზაიშვილმა ჯერ 22-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გახსნა, 75-ე წუთზე კი მატჩს წერტილი დაუსვა. იგი 88-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ ლეგიონერ გურამ კაშიას, მან მინდორზე სრული, 90 წუთი დაჰყო.

ვაკოსთვის ეს ბოლო სამ შეხვედრაში უკვე მეხუთე გოლია. წინა ორ შემთხვევაში მან ამერიკის თასზე შეძლო თავის გამოჩენა.

ამ გამარჯვების წყალობით "სან ხოსე" საპლეიოფო ზონაში შევიდა და 22 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით