"რეალს" ახალი სამიზნე ჰყავს

27-06-2019, 15:13

როგორც გავლენიანი გამოცემა De Telegraaf-ი იტყობინება, ამსტერდამის "აიაქსის" ნახევარმცველმა დონი ვან დე ბეკმა კარიერა, შესაძლოა, მადრიდის "რეალში" გააგრძელოს.

გამოცემის ცნობით, "სამეფო გუნდმა" ამსტერდამელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 50-60 მილიონი ევროა.

22 წლის ჰოლანდიელმა გასულ სეზონში "აიაქსის" მაისურით 57 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. ვან დე ბეკს ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით