კროოსი: "რონალდოს წასვლამ ყველა გააბედნიერა"

27-06-2019, 15:39

მადრიდის "რეალის" გერმანელმა ნახევარმცველი ტონი კროოსი კიდევ ერთხელ შეეხო კრიშტიანუ რონალდოს "იუვენტუსში" გადაბარგებას.

"ნამდვილად უჩვეულო იქნება, თუ ისეთი ვინმე არ დაგაკლდება, როგორიც კრიშტიანუ რონალდუ არის. ამ ფეხბურთელმა არაერთხელ შეძლო მატჩის ბედის ჩვენ სასიკეთოდ გადაწყვეტა".

"თუმცა, მისმა "რეალიდან" წასვლამ ყველა გააბედნიერა. რონალდუ ახალი გამოწვევების ძიებაში იყო, "რეალმა" კი ტრანსფერის შედეგად დიდი ოდენობის თანხა მიიღო", – განაცხადა გერმანელმა ნახევარმცველმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით