კულიბალი: "სარიმ საკუთარი ბავშვის დაბადება სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის გამომატოვებინა"

27-06-2019, 20:58

იტალიური "ნაპოლის" მცველმა კალიდუ კულიბალიმ მაურიციო სარის მწრთვნელობის პერიოდი გაიხსენა.

"სსანამ თამაში დაიწყებოდა მწვრთნელს ჩემი სიტუაციის შესახებ ვამცნე, მან კი მიპასუხა: არა, არა, არა! მე მჭირდები დღეს. მე მივუგე: "ჩემი შვილი იბადება, მისტერ. შეგიძლია დამაჯარიმო და დამსაჯო, არ მაინტერესებს."

"იგი შეწუხებული ჩანდა, საბოლოოდ დამთანხმდა და მითხრა: "შეგიძლია ცოტა ხნით წახვიდე, მაგრამ თამაშისთვის აქ უნდა იყო, მე მჭირდები, კული."

"რომ დავბრუნდი ძირითადი შემადგენლობის სია შევამოწმე და იქ არ ვეწერე. მას ვკითხე: "მეხუმრებით, მისტერ? შემადგენლობაში არ ვწერივარ." მან მიპასუხა: "მე მჭირდები, სათადარიგოთა სკამზე." ამ პასუხმა შოკში ჩამაგდო, არ ვიცოდი რა მექნა",- განაცხადა კულიბალიმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით