ჟორდი კარდონერი: "ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს !

28-06-2019, 02:43

კატალონიის "ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტი, ესპანელი ჟორდი კარდონერი, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს:

"დიახ, როგორც გავიგე, ნეიმარს ჩვენს გუნდში დაბრუნება სურს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით იგივის სურვილი, ხელმძღვანელობის არცერთ წევრს არ აქვს."

"გასაკვირია თუ არა მისი გადაწყვეტილება ? რა თქმა უნდა არა, ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა, ჟერარდ პიკემ და სესკ ფაბრეგასმა სხვა გუნდებში გატარებული დროის შემდეგ, კვლავ "ბარსელონას" მაისურით თამაში მოინდომეს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 27 წლის თავდამსხმელმა "ბლაუგრანას" რიგები, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით