ლონდონის "ჩელსი" მატეო კოვაჩიჩის სრულ ტრანსფერს უახლოვდება !

28-06-2019, 02:48

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსი", მადრიდის "რეალის" მფლობელობაში მყოფი ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის სრულ ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელისთვის ინგლისური გრანდი, მზადაა დაახლოებით 40 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, "არისტოკრატები" ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებას, 30 ივნისამდე (იჯარის გასვლამდე) ეცდებიან, რათა "FIFA-ს" მიერ დაწესებული სატრანსფერო დისკვალიფიკაციის წესები არ დაარღვიონ.

შეგახსენებთ, რომ კოვაჩიჩის შეძენით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით