მატეის დე ლიხტი ტურინის "იუვენტუსს" უახლოვდება !

28-06-2019, 02:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ამსტერდამის "აიაქსის" ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი და კაპიტანი, მატეის დე ლიხტი, ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელსა და იტალიურ გრანდს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული და ახლა მთავარი, ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობის გუნდის დაყოლიება იქნება.

ცნობების მიხედვით დე ლიხტის გადაწყვეტილება ყველაზე მეტად, კრიშტიანუ რონალდუს "ფაქტორმა" განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით