იასპერ სილესენი "ვალენსიას" ფეხბურთელია !

28-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი გოლკიპერი, იასპერ სილესენი, "ვალენსიას" რიგებში გადაბარგდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის მეკარე, ესპანური კლუბის რიგებს, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 30 ივნისს შეუერთდება.

ცნობების მიხედვით, სილესენი გუნდში ძირითადი კარის დარაჯის ტიტულს დაიკავებს, ვინაიდანაც ბრაზილიელი ნორბერტო ნეტო, "ღამურებმა" კატალონიურ გრანდში გაასხვისეს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელი "ბლაუგრანას" ღირსებას, 2016 წლის ზაფხულიდან იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით