"არსენალმს" იოზილი ვერ მოიშორა

28-06-2019, 12:44

როგორც Daily Mail-ი იტყობინება,  ლონდონის"არსენალის" ნახევარმცველი მესუთ იოზილი, დიდი ალბათობით, კლუბში დარჩება, რადგან სხვა კლუბებს მისი ყიდვა არ აინტერესებთ.

"მეთოფეები" იმედოვნებდნენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, თურქული წარმოშობის გერმანელს გაყიდდნენ და ამით სახელფასო ფონდს გვარიან შეღავათს გაუწევდნენ, რადგან იოზილი კვირაში 350 ათას გირვანქას გამოიმუშავებს.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ "არსენალს" იოზილის თაობაზე არცერთი მოთხოვნა ან შეტყობინება მიუღია სხვა კლუბებისგან. მის კონტრაქტს კი ვადა 2021 წელს ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით