ფორლანი: "გრიზმანი "ატლეტიკოდა" უნდა წავიდეს"

28-06-2019, 13:16

მადრიდის "ატლეტიკოს" და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დიეგო ფორლანი გრიზმანის გარშემო შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა.

"არავინ დავობს გრიზმანის კვალიფიკაციაზე, თუმცა თუ მას წასვლა უნდა, უნდა წავიდეს".

"იმ შემთხვევაში, თუ გრიზმანის ტრანსფერი ჩაიშალა, გუნდში უხერხული სიტუაცია შეიქმნება", - აღნიშნა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" შორის გრიზმანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

თავად გრიზმანი გულშემატკივრებს რამდენიმე კვირის წინ დაემშვიდობა და აღნიშნა, რომ გუნდს ზაფხულში დატოვებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით