დე როსის ახალი შემოთავაზებები აქვს

28-06-2019, 16:37

მოგეხსენებათ, დანიელე დე როსი რამდენიმე დღეში თავისუფალი აგენტი გახდება და "რომას" ოფიციალურად დატოვებს.

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, 35 წლის იტალიელის დამატება "სამპდორიას" სურს და მას 1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

გენუური კლუბის გარდა, დე როსის დამატებას "მილანიც" შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ დანიელე დე როსი "რომაში" 2000 წლიდან ირიცხებოდა. მან კლუბის მაისური საერთო ჯამში 616-ჯერ მოირგო, 63 გოლი გაიტანა და 54 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით