როვალდო: "ნეიმარმა "ბარსელონას" გულშემატკივრებს უნდა მოუბოდიშოს"

28-06-2019, 17:53

კატალონიის "ბარსელონასა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა შემტევმა რივალდომ მედიის წარმომადგენლებთან ნეიმარის კატალონიაში შესაძო დაბრუნებას გამოეხმაურა.

"ნეიმარი რთული გადაწყვეტილების წინაშეა. "ბარსაში" დაბრუნება მისთვის მარტივი არ იქნება. ვფიქრობ, კატალონიური გუნდის ქომაგების გარკვეულ ნაწილს ეს გააღიზიანებს და გააბრაზებს".

"ცხადია, ის შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ იქნება თამაშები, რომლის გამოც მას გააკრიტიკებენ, თუმცა ნეიმარი ისევ ის ნეიმარი იქნება".

"ვფიქრობ, თუ ის "ბარსელონაში" დაბრუნდება, გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოუხადოს და თქვას, რომ "ბარსელონა" მისი სახლია და მის მიერ წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცდომა იყო. ჩემი აზრით, გულშემატკივრების ნაწილი მას ყველაფერს გაუგებს და აპატიებს", - განაცხადა ბრაზილიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით