მატერაცი: "იკარდი? ჯობია გავჩუმდე"

28-06-2019, 18:17

მილანის "ინტერის" ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ჟურნალისტებთან კლუბის დღევანდელი მდგომარეობა და სატრანსფერო პოლიტიკა შეაფასა.

"ინტერი" საკმაოდ ამბიციური გუნდია და, ჩემი აზრით, მათ 3-4 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა დაიმატონ".

"როგორც ვიცი, კონტეს ედინ ჯეკოსა და რომელუ ლუკაკუს დამატება სურს და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მან იცის, როგორ უნდა იმუშაოს. ცხადია, ანტონიოს მთავარი მიზანი ტურინის "იუვენტუსის" დამარცხება იქნება".

"იკარდი? არ ვიცი, რა ხდება. შესაბამისად, უმჯობესი იქნება, თუ გავჩუმდები", - განუცხადა მარკომ La Gazzetta dello Sport-ს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით