"ჩელსის" კიდევ ორი ფეხბურთელი დატოვებს

28-06-2019, 21:37

The Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის "ჩელსის" რიგების დატოვებას კიდევ ორი ფეხბურთელი გეგმავს.

საუბარია მარკოს ალონსოსა და დავიდ ზაპაკოსტაზე.

ზაპაკოსტა "სტემფორდ ბრიჯზე" ანტონიო კონტემ მიიყვანა, თუმცა ამ უკანასკნელმა ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, ვერ გაუძლო რა ვიქტორ მოზესისა და სეზარ ასპილიკუეტა კონკურენციას. დიდი ალბათობით, ის უკან, იტალიაში დაბრუნდება.

რაც შეეხება მარკოს ალონსოს, ის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლავთ ბოლო ორი წლის მანძილზე ლონდონური კლუბისთვის. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად აპირებს კარიერის გაგრძელებას ეს უკანასკნელი.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ფეხბურთელებს წასვლის უფლება მანამ არ მისცენ, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს ფრენკ ლამპარდს ჩააბარებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით