"ატლეტიკო" "რეალის" შემტევით დაინტერესდა

28-06-2019, 22:25

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველის შეძენით, ლა ლიგის გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრამსფერო ფანჯრის დროს, ხამეს როდრიგესის გადმობირებას, მადრიდის "ატლეტიკო" ეცდება.

როგორც ცნობილია, "ატლეტიკოს" ბოსები უახლოეს პერიოდში მიმართავენ "სამეფო კლუბს".

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელის დამატებას "ნაპოლიც" ცდილობს.

მან მიმდინარე სეზონში "რეკორდმაისტერის" მაისური სულ 28 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 7 გატანილი გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

აქვე შეგახსნებეთ იმასაც, რომ ხამეს როდრიგესის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 65 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: “სწორედ ამიტომ ვერ მოვუგეთ ირლანდიას”

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით