რაბიოს მომავალი თითქმის გადაწყვეტილია

28-06-2019, 23:25

პრესაში გავრცრლდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ფრანგი შუახაზელის, ადრიენ რაბიოს შეძენით იტალიური გრანდი დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახამდ, 24 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი ტურინის "იუვენტუსმა" გამოთქვა.

როგორც ცნობილია, ტურინული კლუბის ბოსები უკვე დაუკავშირდნენ რაბიოს აგენტს და ტრანსფერის შესახებ ესაუბრნენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება ამა წლის ზაფხულის ეწურება, ამიტომაც იგი მის მომავალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით