"ინტერი" და "მანჩესტერი" ფორვარდების გაცვლას განიხილავენ

28-06-2019, 23:43

როგორც იცით ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ფორვარდის შეძენით ინტერესდება.

დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანური" კლუბი მზადაა, "წითელ ეშმაკებს" რომელუ ლუკაკს სანაცვლოდ, ივან პერისიჩი და 30 მილიონი ევრო შესთავაზონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ თავის მხრივ ინგლისურ კლუბსაც სურს ბელგიელი შემტევის გაშვება, რადგან ისინი აქტიურად მუშაობენ, ობამეიანგის ტრანსფერზე.

გარდა ამისა, "მანჩესტერის" ხელმძღვანელები, რამდენიმე სეზონის განმავლობაში აქტიურად ცდილობდენ, ხორვატი შემტევის გადმობირებას.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით