როდრი "მან სიტის" უახლოვდება

28-06-2019, 23:59

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი" მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ნახევარმცველის, როდრი ერნანდესის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ესპანელი ფეხბურთელის დამატება, პეპ გვარდიოლასთვის ნომერ პირველი მიზანი იქნება.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მადრიდულმა კლუბმა, რამდენიმე დღის წინ, მარკოს ლორენტე გაიფრომა, რომელმაც სწორედ როდრის სათამაშო ნომერი მოირგო, რაც უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ როდრი ერნანდესის  სატრანსფერო ფასი 70 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით