ალექს ივობი: "უნაი ემერი მომდევნო სეზონში უფრო მეტს მოითხოვს"

29-06-2019, 02:40

ლონდონის "არსენალის" ნიგერიელი თავდამსხმელი, ალექს ივობი, მის კლუბზე საუბრობს:

"ჩვენი მთავარი მიზანი ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და გულშემატკივრებისთვის ნანატრი პრემიერ ლიგის თასის დაბრუნებაა."

"გარკვეულ გეგმებზე თავკაცთან ერთად მოლაპარაკებები არ გვქონია, თუმცა დარწმუნებული ვარ უნაი ემერი, მომდევნო სეზონში ბევრად უფრო მეტს მოითხოვს და ბევრად უფრო მკაცრი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა გუნდმა, გასული სეზონის ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში, მე-5 ადგილი დაიკავა 70 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით