"მანჩესტერ სიტი" დანილოს, ჟოაო კანსელოს ტრანსფერში ჩართავს !

29-06-2019, 02:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტი" მზადაა ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი მარცხენა მცველის, ჟოაო კანსელოს ტრანსფერში, დანილო სილვაც ჩართოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური გრანდი 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქას ითხოვს, რისი გადახდის სურვილიც ინგლისელებს ამჟამად არ აქვთ.

ცნობების მიხედვით გაცვლაში დანილოს ჩართვით, "ქალაქელები" ეცდებიან მოთამაშის ფასი, 28 მილიონამდე დაწიონ, რათა "ფინანსური ფეირ პლეის" წესები არ დაარღვიონ.

შეგახსენებთ, რომ კანსელოს გადაბირებით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით