"მანჩესტერ იუნაიტედი" სამუელ უმტიტის უახლოვდება

29-06-2019, 02:47

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი", კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველის, სამუელ უმტიტის ტრანასფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, ინგლისელთა ხელმძღვანელი, ედ ვუდვორდი, მზადაა 65 მილიონი გირვანქა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით უმტიტის გადაბირებით, "იუნაიტედი" ამასთან ერთად პოლ პოგბას გადარწმუნებას ეცდება, რომელსაც "იუვენტუსში" წასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით