"ბარსელონა" უსმან დემბელეს გასხვისებას არ გეგმავს !

29-06-2019, 02:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონამ", ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობის არცერთ წევრს არ სურს 22 წლის შემტევი, რაიმე თანხის ან თუნდაც ნეიმარის ტრანსფერის სანაცვლოდ გაასხვისოს.

ცნობების მიხედვით, გუნდის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, სულ ცოტა ხნის წინ, დემბელეს აგენტს, რომელიც მოლაპარაკებებს ევროპის რამდენიმე გრანდთან აწარმოებს, მისი კლიენტის გამოსასყიდი თანხა შეახსენა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირება ამჟამად ყველაზე მეტად, მიუნხენის "ბაიერნს" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით