"პსჟ" მზადაა ნეიმარ ჟუნიორი 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდოს !

29-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობა, კლუბის ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის ფასზე შეჯერდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელები მზად არიან 27 წლის ფეხბურთელი იმ შემთხვევაში გაასხვისონ თუ მის სანაცვლოდ, 200 მილიონ ევროს მიიღებენ.

ცნობების მიხედვით, ისინი შედარებით ნაკლები თანხისა და სხვა რომელიმე ძვირადღირებული მოთამაშის გაცვლის ვარიანტსაც განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონაა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით