ანტუან გრიზმანის ტრანსფერს ნელსონ სემედუ "შეეწირება" ?!

29-06-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკომ", კატალონიის "ბარსელონას", ანტუან გრიზმანის ტრანსფერისთვის ერთი ულტიმატუმი წაუყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიეგო სიმეონეს სურს მისი გუნდის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პოზიცია ანუ მარჯვენა მცველის ადგილი გაამყაროს, ამიტომაც მან ფრანგის სანაცვლოდ, ნელსონ სემედუ მოითხოვა.

ცნობების მიხედვით, ახალი შეთანხმება, გრიზმანის ღირებულების 90 მილიონ ევრომდე ჩამოსვლას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 25 წლის პორტუგალიელი მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით